ბლოგის სტუმრები

понедельник, 8 декабря 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე  ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: ვისწავლეთ ჩვენი პორტფელიოს ატვირთვა ბლოგზე, წარმოვადგინეთ პრეზენტაციები და  განვიხილეთ. თითოეული მათგანი აღმოჩენა იყო. ერთმანეთს დავუწერეთ კომენტარები. 
   უღრმესი მადლობა, ქალბატონ ნინო, საინტერესო  და ყოვლად აუცილებელი ტრეინინგისათვის, გაწეული შრომისა და გულისხმიერებისათვის.

                                            

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

суббота, 6 декабря 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ დღევანდელი სწავლება ყველაზე საინტერესო იყო: დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა; შევქმენით კითხვარები მოსწავლეებისათვის და ვისწავლეთ მისი გამოყენება. ეს დამეხმარება მოსწავლეთა პასუხების სტატისტიკის შეფასებაში. გაჯეტების დამატებით კი ჩემს ბლოგს გავამრავალფეროვნებ. 

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად დააჭირეთ აქ

среда, 3 декабря 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსები-პრეზენტაციის შაბლონი, გაზეთის შაბლონი. ვფიქრობ, რომ მოსწავლეს ყოველივე ეს ძალიან გაუადვილებს შრომას და დააინტერესებს.ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე .

იქ, სადღაც შორს, ბეთლემში...

იყიდება საქართველო

понедельник, 1 декабря 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვფიქრობ, რომ სლაიდშოუს მომზადება-გამოქვეყნება-და შემდეგ მისი შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მეშვეობით საკმაოდ გამიადვილებს მოსწავლეებთან მუშაობას და უფრო ეფექტურს გახდის მას.

მასწავლებლის დამხმარე

суббота, 29 ноября 2014 г.

მე-5 დღის რეფლექსია

   მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს  ვისაუბრეთ საავტორო უფლებებსა  და მის გამოყენებაზე . დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და მიღებული ცოდნა გამოვიყენეთ. 

среда, 26 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს  გავეცანით   შეფასების ინსტრუმენტებს, გავაკეთეთ მოკლე მონახაზი, შევადგინეთ გეგმა,განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, შევქმენით პროექტის პრეზენტაცია.
  ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი იყო.
 მომავალ შეხვედრამდე.


понедельник, 24 ноября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

    ჩამოვაყალიბეთ  პროექტის თემასთან დაკავშირებული სტანდარტი და მიზნები ; ვისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე; ჩვენი მიზნები შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას, ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვების ერთმანეთთან დაკავშირება;ვისწავლეთ ე.წ. ,,ღრუბლებში" მასალის ატვირთვა შენახვა და პარარელურ რეჟიმში მუშაობა, ბლოგში მასალის გამოქვეყნება.
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი იყო.

პროექტის პუბლიკაცია

პუბლიკაციის სანახავად დააჭირეთ აქ

воскресенье, 16 ноября 2014 г.

მეორე დღის შეფასება

დღეს ჩვენ შევიმუშავეთ სასწავლო პროექტის თემა, ჩამოვაყალიბეთ გეგმა, დავსახეთ იდეები. განვიხილეთ თემის შინაარსი.
 შევქმენით ბროშურა; ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა, ასევე, მზა ბუკლეტების გამოყენება საჭიროებისამებრ, სურათების ჩასმა; წერილობითი ტექსტის შედგენა-ჩასმა.
ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, დასახულ მიზნებს მივაღწევთ.